რუსეთის პრეზიდენტის ირონიული კომენტარი კამალა ჰარისსზე
რუსეთს სურს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირონიული ტონით განაცხადა.
"ვამბობდი, რომ ჩვენი ფავორიტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი პრეზიდენტი, ბატონი ბაიდენი იყო. ის მოხსნეს რბოლიდან და მან რეკომენდაცია მისცა თავის ყველა მხარდამჭერს, რომ მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ასე რომ, ჩვენც ასე მოვიქცევით, მხარს დავუჭერთ მას“, - აღნიშნა პუტინმა. პუტინი ჰარისზე საუბრისას მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის სიცილზე გააკეთა კომენტარი.
"მისი სიცილი ისეთი ექსპრესიული და გადამდებია, როგორც ჩანს, მასთან ყველაფერი კარგადაა. საბოლოო ჯამში არჩევანი ამერიკელ ხალხზეა და ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
აღნიშნულ განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ პუტინმა მათ არჩევნებზე საუბარი უნდა შეწყვიტოს. იხილეთ სრულად