"სამწუხაროდ თანხა იმდენი არ არის, რომ ბინა შევიძინოთ..." - რას წერს ნინო ჯიბლაძე, რომელმაც მამა თეიმურაზის ოჯახისთვის ბინის შეძენის მიზნით საზოგადოება გააერთიანა - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ თანხა იმდენი არ არის, რომ ბინა შევიძინოთ..." - რას წერს ნინო ჯიბლაძე, რომელმაც მამა თეიმურაზის ოჯახისთვის ბინის შეძენის მიზნით საზოგადოება გააერთიანა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა მამა თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძის არ­დაც­ვა­ლე­ბამ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­სულ წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­და და მა­შინ მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, ახლა გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძე ნი­ნოწ­მინ­დი­სა და სა­გა­რე­ჯოს ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი იყო, მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სო­ფელ ჩა­ი­ლუ­რის ტაძ­რის აღ­დგე­ნა­ში, იგი ამ ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რობს 2016 წლი­დან და მას შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა თავი სა­გა­რე­ჯოს მო­სახ­ლე­ო­ბას, თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბით, უან­გა­რო შრო­მით, მრევ­ლი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და უსა­ზღვრო პა­ტი­ოს­ნე­ბით. სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­გა­რე­ჯოს წმინ­და დოდო გა­რე­ჯე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა მო­ძღვა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, თა­ვად გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის“, ბორ­დის წევ­რმა, კომ­პა­ნია „გალფ ჯორ­ჯია“, ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტმა ნინო ჯიბ­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო და თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძის ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მი­ზა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯა­ხის­თვის ბი­ნის შე­ძე­ნაა.

ცოტა ხნის წინ ჯიბ­ლა­ძემ ახა­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კამ­პა­ნი­ის შე­დეგ­ზე წერს:

"პირ­ველ რიგ­ში, პა­ტა­რა მი­მარ­თვა დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ებს. მამა თე­ი­მუ­რა­ზის ოჯა­ხის­თვის შეგ­როვ­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. ახლა კი ვე­ძებთ ბი­ნას 60-65 კვ ფარ­გლებ­ში. დას­რუ­ლე­ბულ კორ­პუს­ში. ვიცი აქაც გა­მოჩ­ნდე­ბა კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი და არას­ტან­დარ­ტულ ფა­სად შე­ეც­დე­ბა შეც­ვა­ლოს ამ სას­წა­უ­ლი მა­მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა. რად­გან სამ­წუ­ხა­როდ თან­ხა იმ­დე­ნი არ არის, რომ სა­ბაზ­რო ფა­სად მოგ­ვი­ვი­დეს ბი­ნის შე­ძე­ნა. გააგრძელეთ კითხვა