"ნანატრი შვილის პოვნას გილოცავთ გურგენი მასწავლებელო" - ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

"ნანატრი შვილის პოვნას გილოცავთ გურგენი მასწავლებელო" - ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. მუ­სე­რი­ძემ 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

"სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი - ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? - სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით,“ - აცხა­დებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

458943387-10229735261259564-3705695661184568370-n-1725698646.jpg

გუ­შინ თა­მუ­ნამ მო­რი­გი ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მისი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შეხ­ვედ­რაა ასა­ხუ­ლი. თა­მუ­ნა მშობ­ლის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ვი­დე­ო­ში ბევ­რმა იცნო ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გურ­გენ ხო­რა­ვა. სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა თა­მუ­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი და გო­გო­ნას სახ­ლშიც უმას­პინ­ძლა.

"ეს კაცი მო­ცეკ­ვა­ვე არაა, გურ­გენ ხო­რა­ვა?" - იკი­თხა ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში მუ­სე­რი­ძის ერთ-ერთი ნაც­ნობ­მა, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა უპა­სუ­ხა: "გა­მომ­ყვა გე­ნე­ბი?". გააგრძელეთ კითხვა