გიჟური თამაში, გოლების ცვენა და უსაქმოდ დარჩენილი "მამარდა" - ქართველებმა ჩეხები დაამარცხეს
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი გაანადგურა. საბოლოდ შეხვედრა ანგარიშით 4:1 დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან იწყება შანსი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ვიხილოთ.
გუნდის მთავარი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძეთამატჩის პირველ ტაიმში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩეხეთის დაცვა საიმედოდ არ გამოიყურება, რამაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ცოტა არ იყოს დააბნია. თამაშის შეიძლება ითქვას, რომ დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ ქართველებმა "მასიური შეტევა" დაიწყეს ჩეხების წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეების კარში თითქმის ყოველ 5 წუთში ერთხელ ხდებოდა შეტევა, თუმცა უშედეგოდ. ბურთის ფლობაშიც ჩვენები აქტიურობდნენ.
31-ე წუთზე კი ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ გაიხსნა. ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა მსაჯის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი, რომელიც თავად მოიპოვა. საბოლლოოდ პირველ ტაიმში ანგარიში 1:0 დამთავრდა.
მეორე ტაიმშიც ქართველების უპირატესობა შესამჩნევი იყო. ქართველებმა ტემპი "დაიჭირეს" და ტაიმის დაწყებიდან მალევე საქართველო წინ წაიყვანა ჩაკვეტაძის გოლმა და ანგარიში 2:0 გახადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმდენად შესამჩნევი იყო ქართველების მიერ ბურთის ფლობა და თამაში ძირითადად ჩეხების მხარეს მიმდინარეობდა, რომ გიორგი მამარდაშვილი "უსაქმოდაც" კი იყო დარჩენილი. გააგრძელეთ კითხვა