"უდიდესია და ის ჩვენია" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილით აღფრთოვანებული "ლივერპულის" ფანები? - კვირის პალიტრა

"უდიდესია და ის ჩვენია" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილით აღფრთოვანებული "ლივერპულის" ფანები?

სა­ქარ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ერთა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ი­წყო. პირ­ვე­ლი მატ­ჩი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თა და ჩვენ­მა გუნ­დმა ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს უმას­პინ­ძლა.

მატ­ჩი ქარ­თვე­ლე­ბის სრუ­ლი დო­მი­ნა­ცი­ით წა­რი­მარ­თა, გვქონ­და არა­ერ­თი სა­გო­ლე მო­მენ­ტი. სა­ბო­ლო­ოდ კი თა­მა­ში ან­გა­რი­შით 4-1 დას­რულ­და. გო­ლე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ამ, ჩაკ­ვე­ტა­ძემ, მი­ქა­უ­ტა­ძემ და ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნეს.მატ­ჩის სა­წყის წუ­თებ­ში გა­მო­ირ­ჩა ჩვე­ნი გუნ­დის მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ხი­ფა­თო დარ­ტყმა ბრწყინ­ვა­ლედ მო­ი­გე­რია.

ქარ­თვე­ლე­ბის თა­მა­ში ლაღი და ლა­მა­ზი იყო, რაც ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი ქო­მა­გე­ბის­თვი­საც თვალ­ში­სა­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი იმა­საც კი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფა­ნე­ბი გახ­დნენ. მატ­ჩის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ფა­ნებ­თან მი­ვი­და და მათ­თა ერ­თად იზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ელ­მა სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც "ლი­ვერ­პულ­მა" მა­მარ­დაშ­ვილ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა, მე­კა­რის ლი­დე­რო­ბის უნა­რია. იხილეთ სრულად