"ასეულ ათასობით ოჯახი ფინანსურ ბომბზე ზის" - რას "უწინასწარმეტყველებს" მოქალაქეებს რომან გოცირიძე?!
„არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ,“ - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 20 წლის წინ მიღებული მიღებული ქონების გადასახადის გადახდა უწევს თითქმის ყოველ მეორე ოჯახს, ისე, რომ მან ეს არც იცის.
“ქართულმა ოცნებამ” კვლავ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. 20 წლის წინ მიღებული, მაშინ კარგი, მაგრამ დღეისათვის მოძველებული (ფასების ზრდის გამო) ფიზიკური პირის ქონების გადასახის წესით მისი გადახდა უწვევს თითქმის მეორე ოჯახს, ისე რომ მან ეს არც კი იცის და არც ეუბნებიან. არ ეუბნებიან არჩევნების გამო. ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან. არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ, როგორც გადასახადების დამმალავები.