"Warner Bros."-მა ჩემი ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ გადმოფრინდნენ... დადიანების სასახლეში მივდივარ" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე? - კვირის პალიტრა

"Warner Bros."-მა ჩემი ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ გადმოფრინდნენ... დადიანების სასახლეში მივდივარ" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე?

"Warner Brothers"-მა ჩემი ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ გადმოფრინდნენ... დადიანების სასახლეში მივდივარ გადაღებაზე" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე?

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. მუ­სე­რი­ძემ 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის ნაშვილები იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

"სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი - ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? - სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით,“ - აცხა­დებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

შემდეგ თა­მუ­ნამ მო­რი­გი ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მისი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შეხ­ვედ­რაა ასა­ხუ­ლი. თა­მუ­ნა მშობ­ლის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ვი­დე­ო­ში ბევ­რმა იცნო ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გურ­გენ ხო­რა­ვა. სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა თა­მუ­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი და გო­გო­ნას სახ­ლშიც უმას­პინ­ძლა.

"ეს კაცი მო­ცეკ­ვა­ვე არაა, გურ­გენ ხო­რა­ვა?" - იკი­თხა ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში მუ­სე­რი­ძის ერთ-ერთი ნაც­ნობ­მა, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა უპა­სუ­ხა: "გა­მომ­ყვა გე­ნე­ბი?"

გურ­გენ ხო­რა­ვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში", არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ფე­ნიქ­სის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

ვიდეო: