თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას განცხადება მოუწონა
„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინიციატივა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ, მათთვის მისაღებია.
მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ხელს აწერდა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ავანგარდში იყო, არის და იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციური პარტნიორები, ასევე იქნებიან სხვა პროდასავლური პარტიები და ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია. ვფიქრობ, თუ ამგვარი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ, ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან, თუმცა ვერ გეტყვით, ამ ინიციატივას კონკრეტულად არ ვიცნობ და მას შემდეგ რაც დეტალები მეცოდინება, ალბათ, უკეთესად შემეძლება ამაზე საუბარი.
ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და ყოველთვის ხელს ვაწერდით”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში“, რაც ასევე ხელმოწერით დაადასტურეს.
"ინტერპრესნიუსი"