"ვიცი, რომ ჩვენთან ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა კაბამ... ჟურნალისტმა მითხრა - "ეს როგორ მოახერხე?!", მოდიოდნენ ადამიანები და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ"
მსახიობი ია სუხიტაშვილი ვენეციის კინოფესტივალსა და რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე საუბრობს, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს. კინოფესტივალზე მიღებული ემოციების შესახებ მან "დილა მშვიდობისა საქართველოსთან" ისაუბრა.
"საოცარი ემოციები გვქონდა ჩვენს გუნდს. ძალიან ვემზადებოდით იმისთვის, რომ ღირსეულად წარვმსდგარიყავით. როცა ასეთი რამ ხდება, უნდა ეცადო, რომ ყველაფერი ღირსეულად გამოყურებოდეს. ძალიან ძლიერი ფილმებით წარსდგნენ რეჟისორები სხვადასხვა ქცეყნებიდან და ძალიან ხმაურიანი სახელები იყვნენ კინოფესტივალზე, მათ შორის, ნიკოლ კიდმანი, ანჯელინა ჯოლი, ტილდა სვინტონი, ჯულიანნა მური, ლედი გაგა და ა.შ. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთ-ერთი კომენტარი ჟურნალისტისგან - სანამ დაიწყებდა ჩაწერას, მითხრა - "ეს როგორ მოახერხე?!" მოდიოდნენ ადამიანები და ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას.
ეს ამბები რა თემებსაც ვეხებით ფილმში, იმდენად საინტერესო, ახალი ენით არის მოთხრობილი და მოტანილი მაყურებლამდე, ვერ წყვეტ თვალს ამ ყველაფერს. იმ მდგომარეობაში გამყოფებს, რომ შეიგრნო ის ყველაფერი, რა პრობლემებსაც ვეხებით.
ვიცი, რომ ჩვენთან ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა კაბამ. გააგრძელეთ კითხვა