"სა­დაც გინ­და იქ გაქვს სახ­ლი" - როგორია მანქანაში მცხოვრები წყვილის სასიყვარულო ისტორია? - კვირის პალიტრა

"სა­დაც გინ­და იქ გაქვს სახ­ლი" - როგორია მანქანაში მცხოვრები წყვილის სასიყვარულო ისტორია?

გი­ორ­გი ჯო­ბა­ვა და მისი მე­უღ­ლე სალი წვე­რა­ვა შვი­დი წლის წინ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მათი სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­ანთ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან აუ­დი­ტო­რი­ას უზი­ა­რე­ბენ.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ, რო­დის და რო­გორ იწყე­ბა თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ერ­თობ­ლი­ვი ის­ტო­რია და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ასე სა­ჯა­რო გა­გე­ხა­დათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც იწყე­ბა გა­და­ღე­ბით. 7 წლის წინ, როცა რა­ღაც ახა­ლი მინ­დო­და გა­და­მე­ღო, გა­დავ­წყვი­ტე გოგო მე­პო­ვა, ვი­საც ლა­მაზ ვი­დე­ოს გა­და­ვუ­ღებ­დი. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, "ფე­ის­ბუქ­მა" სქ­როლ­ვი­სას, შე­მომ­თა­ვა­ზა სა­ლის მე­გობ­რებ­ში და­მა­ტე­ბა, შევ­ხე­დე, მო­მე­წო­ნა ვი­ზუ­ა­ლი და მივ­წე­რე. შევ­თან­ხმდით გა­და­ღე­ბის დღე­ზე. მო­ვი­და ეს დღეც და მე და­მა­ვი­წყდა… სა­ლის არ ესი­ა­მოვ­ნა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ რო­გორ­მე კი­დევ და­მე­თან­ხმე­ბი­ნა. დამ­თან­ხმდა, შევ­ხვდით გამ­თე­ნი­ი­სას, მზის ამოს­ვლი­სას მინ­დო­და გა­და­ღე­ბა. და ეს შეხ­ვედ­რა იყო და­უ­ვი­წყა­რი. რომ მი­ვე­დი მი­სა­მარ­თზე, ჯერ კი­დევ ბინ­დი იყო, მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. ცა­რი­ე­ლი იყო ქუ­ჩე­ბი და უცებ გა­მოჩ­ნდა ქე­რათ­მი­ა­ნი, თხე­ლი, ნაზი გოგო… გამცრა ტან­ში, სა­ერ­თოდ და­მა­ვი­წყდა რის­თვის მო­ვე­დი ამ დი­ლა­უ­თე­ნია და რა იყო მი­ზა­ნი. უბ­რა­ლოდ, "დავ­შტერ­დი" და სა­ერ­თოდ დავ­კარ­გე ფიქ­რის უნა­რი. ზუს­ტად ისე­თი იყო სალი, რო­გო­რიც ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ოც­ნე­ბის ქალი. ყვე­ლას ხომ ჰყო­ლია წარ­მო­სახ­ვი­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც გიჟ­დე­ბა, უყ­ვარს. აი, ზუს­ტად ფიქ­რე­ბი­დან და ოც­ნე­ბე­ბი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი გოგო ვნა­ხე რე­ა­ლო­ბა­ში. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე რომ ეს შეხ­ვედ­რა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო და რაც შევ­ძე­ლი იყო ის, რომ 2 დღე გაგ­რძელ­და ეს შეხ­ვედ­რა - ვი­ბო­დი­ა­ლეთ, ვი­სე­ირ­ნეთ, ლუდი დავ­ლი­ეთ, ჩუ­მა­დაც ვი­ყა­ვით და მოკ­ლედ, ჩემი ოც­ნე­ბის გო­გოს­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, სრუ­ლი­ად უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მუ­ლი, სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად და გა­უ­აზ­რებ­ლად... უბ­რა­ლოდ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... არა­ნა­ი­რი ლტოლ­ვა და ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტი, მხო­ლოდ გა­ოგ­ნე­ბა და მღელ­ვა­რე­ბა იყო, რაც მე იმ ორ დღე­ში და­მე­მარ­თა და იმის მერე დღემ­დე მჭირს. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბაა არ ყო­ფი­ლა გეგ­მა. ეს მოხ­და თა­ვის­თა­ვად. შეხ­ვედ­რის დღი­დან ყვე­ლა­ფერს ვი­ღებ­დით, შეხ­ვედ­რის მი­ზე­ზიც გა­და­ღე­ბა იყო და ასე უბ­რა­ლოდ თა­ვი­სით აღ­მოჩ­ნდა, რომ უამ­რა­ვი ვი­დეო დაგ­ვიგ­როვ­და. გვსი­ა­მოვ­ნებ­და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნის კე­თი­ლი სი­ტყვე­ბი და ასე ნელ-ნელა ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად შევ­ყე­ვით ამ ამ­ბავს. ვი­ღებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა და ვი­ნა­ხავთ, რომ უამ­რა­ვი წლის მერე ერთი უდი­დე­სი არ­ქი­ვი დაგ­ვიგ­როვ­დეს და შევ­ძლოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მო­მენ­ტით ტკბო­ბა.

-სამი შვი­ლი გვყავს - 9 წლის მია, 5 წლის სებე და 2 წლის ნოა. ისი­ნი ჯერ სულ პა­ტა­რე­ბი არი­ან და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ერ­თად ისე აქ­ტი­უ­რად ვერ ახერ­ხე­ბენ მოგ­ზა­უ­რო­ბას, რად­გან ფი­ზი­კუ­რად ვერ ვე­ტე­ვით ამ სახლ-მან­ქა­ნა­ში და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, გა­უ­ჭირ­დე­ბათ ჩვენ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბა, მაგ­რამ ისი­ნიც ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სულ უყუ­რე­ბენ ჩვენ ვი­დე­ო­ებს...

- საკ­მა­ოდ დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით. გა­მომ­წე­რებს არა­ერ­თი კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ ცხოვ­რობთ სახლ-მან­ქა­ნა­ში, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია ის სა­მოგ­ზა­უ­როდ და ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რებ­ლად ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბა თუ გაქვთ?

სახლ-მან­ქა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი კი არა, ერთი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სა­დაც გინ­და იქ გაქვს სახ­ლი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ არ ვიცი, რო­გორ მაგ­რამ შევ­ძე­ლით რომ ამ მან­ქა­ნა­ში ყო­ფი­ლი­ყო უთ­ბი­ლე­სი აურა. აი, სტუმ­რად ხარ და სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბი, გე­უფ­ლე­ბა რა­ღაც სიმ­შვი­დის და კომ­ფორ­ტის გრძნო­ბა, შენ სახ­ლში რომ ხარ, შენს სა­წოლ­ში რომ უნდა და­ი­ძი­ნო... აი, ზუს­ტად ეგ გრძნო­ბა გვე­უფ­ლე­ბა აქ რომ შე­მოვ­დი­ვართ. ეს ჩვე­ნი პა­ტა­რა, მყუდ­რო სახ­ლია, რო­მე­ლიც და­გო­რავს. მაქ­სი­მა­ლუ­რად, ყვე­ლა კომ­ფორ­ტი გვაქვს. “ecoflow”-ს უძ­ლი­ე­რე­სი ელექტრო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნოთ უთო, ფენი, მა­დუ­ღა­რა, ტოს­ტე­რი და ა.შ. გვაქვს 350-ლიტ­რი­ა­ნი წყლის ავზი, სამ­ზა­რე­უ­ლო, გა­ზ­ქუ­რა, 2 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი რბი­ლი სა­წო­ლი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვჭირ­დე­ბა. იხილეთ სრულად