"მას არ შეეშინდა ჩემთვის ხელის ჩაჭიდება" - როგორ უპოვა დედამ ლედი გაგას იდეალური საქმრო?
ლედი გაგას თქმით, დედამისმა მაიკლ პოლანსკისთან ქალიშვილის ქორწინება იწინასწარმეტყველა. პოპ ვარსკვლავი ამბობს, რომ მანამ, ვიდრე ის საქმროს გაიცნობდა, დედამისმა უკვე იცოდა, რომ მაიკლ პოლანსკი მისი ქალიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გახდებოდა.
ლედი გაგამ, რომელიც ბიზნესმენზე აპრილში დაინიშნა, Vogue-თან ინტერვიუში გამჟღავნა, რომ შეყვარებული დედამისის, სინთია გერმანოტას მეშვეობით 2019 წელს გაიცნო. გერმანოტამ, რომელიც გაგას Born This Way ფონდს ხელმძღვანელობს, პოლანსკი საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიცნო.
“მასთან შეხვედრის მერე, დედაჩემმა მითხრა, - მგონი, ახლახან შენი ქმარი გავიცანიო, რაზეც ვუპასუხე, - ჩემი ქმრის გასაცნობად თვითონ არ ვარ მზად- მეთქი... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემმა ჩემთვის საუკეთესო ადამიანი იპოვა?“ იხილეთ სრულად