"ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც შეგვიძლია" - როგორი მოლოდინები აქვს გიორგი მამარდაშვილს ალბანელებთან მატჩამდე?
ხვალ, 10 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. ქართველი ფეხბურთელები ალბანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ და შეხვედრისთვის ემზადებიან.
ერთი დღით ადრე, მოლოდინების შესახებ კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:
“ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნაზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. მაგრამ, ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ...
საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება... ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - წინა მატჩებში სიამოვნებას ვიღებდი იმით, თუ როგორ თამაშობდნენ ბიჭები შეტევაში, ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც შეგვიძლია.
რატომ გადავედი ქომაგებში ჩეხებთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - დასძინა გიორგი მამარდაშვილმა.
ვილი სანიოლის თქმით, ალბანელ ფეხბურთელებს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ:
“კარგად ვიცნობთ ალბანეთის ნაკრებს, მათთან ორი წლის წინ ფრედ ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მაქსიმუმი გააკეთონ. ალბანეთის ნაკრებმა, ისევე, როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო და რომ რთულ გარემოში თამაში გველის. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ...ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი 0:0 დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისეთი კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვარხერხეთ... იხილეთ სრულად