უკრაინელებმა მოსკოვის ოლქს შეუტიეს - არის მსხვერპლი
რამენსკოეში უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად 46 წლის ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
მან არ დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმას ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა.
„46 წლის ქალი გარდაიცვალა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა“ - განმარტა ვორობიოვმა.
გარდა ამისა, გუბერნატორის თქმით, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე, ვორობიევმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით მოსკოვის ოლქში 14 დრონი ჩამოაგდეს.
"ინტერპრესნიუსი"