"ძალიან გრძელი ისტორიაა... ადამიანს სჭირდება რაღაც შემზადება, სანამ საჯაროდ გამოვაჩენ" - თამუნა მუსერიძე დედაზე და მამასთან შეხვედრაზე
ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. მუსერიძემ 31 წლის ასაკში გაიგო, რომ ის ნაშვილები იყო. მას შემდეგ ბიოლოგური მშობლების ძიება არ შეუწყვეტია. თამუნასა და გურგენ ხორავას შეხვედრის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი კი თამუნას დედის ბედით ინტერესდება. სწორედ ამ საკითხს შეეხო ჟურნალისტი ახალ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.