ქეთა თოფურიამ დაბადების დღე საქართველოში, ქმართან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან
ქეთა თოფურია მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, საზოგადოებაში ამ ცოტა ხნის წინ პირველად გამოჩნდა. მომღერალმა სწავლის დაწყების პირველ დღეს, 2 სექტემბერს პირველი შვილი ოლივია სკოლაში გააცილა. ეს მოსკოვში მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა და 9 სექტემბერს, დაბადების დღის აღნიშვნა სამშობლოში გადაწყვიტა.
მოკლედ, გუშინ თოფურიამ 38 წლის იუბილე საქართველოში იზეიმა. ფოტოებზე, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით მოვიპოვეთ, ჩანს, რომ საღამოს ნინი ნუცუბიძის ცოცხალი ბენდი აფორმებდა.
დაბადების დღეზე ცნობილი ქართველი ვარკვლავებიდან თითქმის არავინ ჩანდა. კადრებში ჩანს მხოლოდ კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე. თოფურია დაბადების დღის ასაღნიშნად რუსეთიდან მარტო არ ჩამოსულა, მას თან ახლდა მეუღლე ლევ ძენგოვი.
მიუხედავად იმისა, რომ მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) საქართველოში სტუმრობისას პრობლემა არასოდეს შექმნია.
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები