“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი“ - თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას ჯვრისწერის ფოტო და პოლიტიკოსი ცოლ-ქმრის პოსტები
"დედაჩემმა გაგვახსენა, რასაკვირველია! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი,“ - თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლესთან, გიგა ბოკერიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ასევე აზიარებს გიგა ბოკერიას 2020 წელს გამოქვეყნებულ პოსტს:
“14 წლის წინ, ამ დღეს, ვერის ეკლესიაში მე და თამუნამ ჯვარი დავიწერეთ და კესო მოვნათლეთ. ვულოცავ, პირველ რიგში ჩემს თავს და მას ამ დღეს“, - წერდა პოლიტიკოსი 2020 წელს.
“ამ ფოტოზე რეაქციას ორივე მხრიდან ველი - ვინც "ეკლესიასთან ბრძოლას" გამახსენებს, ან პირიქით - ამ ფოტოთი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას დამაბრალებს. არადა, უბრალოდ კარგი ფოტოა,“ - წერდა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ.
პარტია "ფედერალისტების“ პრეზენტაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.