"წარსულის პარტიის - „ქართული ოცნების“ გაცხადებული სურვილია, ქვეყანა დატოვონ იზოლაციაში - ეს სურვილი ხალხის ნებით, ჩამოცილებული იქნება" - კვირის პალიტრა

"წარსულის პარტიის - „ქართული ოცნების“ გაცხადებული სურვილია, ქვეყანა დატოვონ იზოლაციაში - ეს სურვილი ხალხის ნებით, ჩამოცილებული იქნება"

ბიძინა ივანიშვილის და წარსულის პარტიის - „ქართული ოცნების“ გაცხადებული სურვილია, რომ ქვეყანა დატოვონ იზოლაციაში - ეს სურვილი 26 ოქტომბრის შემდეგ, ქართველი ხალხის ნების მიხედვით ჩამოცილებული იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების” პირობებში ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუძლებელია.

“ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ზუსტად მის მიერ, რუსული გავლენების გაძლიერების, წარსულის პარტიის - “ქართული ოცნების” გაცხადებული სურვილია, რომ ქვეყანა დატოვონ იზოლაციაში. ეს ნიშნავს სიღატაკეს, დიდ საემიგრაციო ტალღას. რა თქმა უნდა, ეს სურვილი იმას ნიშნავს, რომ იზოლაციაში მარტო დატოვებული საქართველო პირისპირ რჩება რუსეთთან. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის შემდეგ, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება, მრავალმილიონიანი დახმარებისა და ინვესტიციების შემოტანა. “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანა იყოს იზოლაციაში რუსეთთან ერთად, ცალკე და პირისპირ, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩამოცილებული იქნება ქართველი ხალხის ნების მიხედვით.

თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ბუნდესტაგის წევრების განცხადება, გერმანიის ელჩის განცხადება, თუნდაც აშშ-ის სენატორების განცხადებები, რომლებშიც ღიად ითქვა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ევროინტეგრაციის და შემდეგი ეტაპის - მოლაპარაკებების გახსნა ვერ მოხდება. საბოლოო, ძალიან სერიოზული დაბრკოლება იყო “რუსული კანონის” მიღება. “რუსული კანონი” “ქართულმა ოცნებამ” აამოქმედა, თუმცა ვხედავთ, რომ წარუმატებლად”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.