2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ - კვირის პალიტრა

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 5 ფი­ნა­ლის­ტი და­სა­ხელ­და. მათ­გან ერთ-ერთი 4 ოქ­ტომ­ბერს, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა და ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით, კამ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცე­მა.

კონ­კურ­სი, ლი­ბერ­თი ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით მერ­ვედ ტარ­დე­ბა და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რებს ლი­ბერ­თი ბან­კი ტრა­დი­ცი­უ­ლად წელ­საც და­ა­ჯილ­დო­ებს.

2024 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტე­ბი, არი­ან:

გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლის, ათას­წლე­უ­ლის სკო­ლის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ქარ­თუ­ლი სკო­ლის, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;ნა­თია ნარ­სა­ვი­ძე – დმა­ნი­სის N3 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

დი­მიტ­რი პო­პო­ვი – გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­ჯა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ნა­თია უჩა­ვა – თბი­ლი­სის N126 სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კის, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

სო­ფიო ქუ­ხი­ლა­ვა – მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წვირ­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

კონ­კურ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, ოქ­როს სპონ­სო­რია ლი­ბერ­თი ბან­კი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: EPAM Georgia, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (ctc), ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და პირ­ვე­ლი არხი.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მერ­ვედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.

R