"ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი... ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე!"- რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე? - კვირის პალიტრა

"ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი... ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე!"- რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე?

"ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე, დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი, არ მოუკითხავთ" - ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მთელი 37 წლის მანძილზე კარგი ადამიანი ვიყავი. თუ ვინმეს რამეს ვაწყენინებდი, ყველას ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი. ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. კარგმა გოგოობამ მხოლოდ მავნო და მატკინა. თურმე უკეთესია, იყო ცუდი გოგო.

ცუდებს უფრო დიდ პატივს სცემენ ცხოვრებაში.

ეს რამდენიმე დღეა ვუყურებდი თამუნა მუსერიძის ბედნიერებას, ბიოლოგიურ მამას რომ შეხვდა და თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.

ერთხელ არ მოსდომებია ჩემს ბიოლოგიურ მამას ჩემთან შეხვედრა და ჩემი ნახვა.

ამასაც ხომ ბედი უნდა, არა?!

წლებია უკვე, აქეთ ვეხვეწები დედას ჩემთან ურთიერთობასა და სიახლოვეს.

მოკლედ, ყელში ამომივიდა კარგი გოგოს როლის თამაში და ყოველთვის სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. მე ანგარიში არასდროს არავინ გამიწია.

თვითონ ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე! დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი, არ მოუკითხავთ.

ჩემთვის ორივე ცუდი ადამიანია. ორივემ მატკინა და მარტოობისთვის გამიმეტა. მე ჩემს ბიოლოგიურ ნათესავებს არ ვიცნობ, არც ახლობლებს. ყველა თავს არიდებს ჩემთან ურთიერთობას… ახლა ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმაც მიმატოვა.

მას შემდეგ, რაც გავიგე, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, სულ ვმალავდი და ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი.

ახლა უკვე ყელში ამომივიდა!

ჩემი ბიოლოგიური დედა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისიდან არის, რომელსაც ახალგაზრდობაში სქესობრივი აქტი ჰქონდა, ისიც საჩხერის რომელიღაცა სოფლიდან არის და ასე გავჩნდი მე.

არც ერთმა არ მომაკითხა არასდროს. არც ერთმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა შეარყიეს.

აქეთ ვიხვეწებოდი სიყვარულსა და ყურადღებას.

საერთოდ, ღმერთმა როგორ გაღირსათ ოჯახი და შვილები თქვენ?!

საშინელი ადამიანები ხართ!

ჩემ წინაშე ორივე დამნაშავე ხართ!

არასდროს აღარ გაგიწევთ ანგარიშს!

მთელმა საქართველომ ნახა თამუნას მამასთან შეხვედრის კადრები და გულს იმედი მივეცი, აი, ან ახლა შემეხმიანება მამაჩემი, უეჭველი მეც გავიცნობ და ვნახავ-თქო.

ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე!

ვისაც მე არ ვუნდივარ, მეც აღარ მინდა!

მე თქვენ ცხოვრება დამიმახინჯეთ! გავიზარდე უსიყვარულოდ და უპატრონოდ!

აქეთ ვიყავი მთელი ცხოვრება ყველას პატრონი, მაგრამ დაუნახავი ადამიანების მეტი არავინ არ შემრჩა ხელთ!

დღეიდან აღარ ვარ კარგი და კეთილი გოგო, დღეიდან ცუდი გოგო ვარ!!!!

უნდა ვყოფილიყავი ნათია კაპანაძე და ახლა ვიღაც ცისნამი საყვარლიშვილი ვარ!

საერთოდ ვინ ჯანდაბა ვარ?! ვის დავკარგვივარ?!!!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

screenshot-2024-09-10-160309-1725969838.png

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ის ახლა უკვე ორი წიგ­ნის ავ­ტო­რია, ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.

"უმა თურმანი რომ გეყოლება "გერლფრენდად" და კახელ ცისნამას მოიყვან ცოლად, შოკია... ჩემი მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი და ორი ძმა, და­სა­ნა­ხა­ვად ვერ მი­ტა­ნენ" - ქართველი ემიგრანტის რთული რეალობა მდიდრული ცხოვრების მიღმა