"ერთ რამეზე მწყდება გული..." - ვინ არის და რას ჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქართველო-ჩეხეთის მატჩს ხიდან უყურებდა - კვირის პალიტრა

"ერთ რამეზე მწყდება გული..." - ვინ არის და რას ჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქართველო-ჩეხეთის მატჩს ხიდან უყურებდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის დროს სოციალური ქსელი გაამხიარულა კადრებმა, სადაც ჩანდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ბილეთის შეძენა ვერ შეძლო, ხეზე აძვრა და მატჩს ისე უყურებდა.

ჩვენ დავინტერესდით, ვინ არის ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც არ დაიზარა და მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ხეზე ავიდა. როგორც გავარკვიეთ, ის 24 წლის აკაკი ნიკაჭაძეა, რომელიც ზესტაფონიდან ჩამოვიდა იმ იმედით, რომ ბილეთს გადამყიდველებისგან მაინც შეიძენდა, თუმცა ვერ მოახერხა და როგორც ამბობს, ერთადერთი გზა ხეზე აძრომა იყო.

ვიდეო იხილეთ ლინკზე