"ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს" - გენო პეტრიაშვილის პირველი კომენტარი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრობაზე - კვირის პალიტრა

"ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს" - გენო პეტრიაშვილის პირველი კომენტარი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრობაზე

ძალიან ბევრი ემოცია შევძინე გულშემატკივარს, ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს , - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

“თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, უბრალოდ, ახლა მაქვს პერიოდი, რომ ტრავმები მოვიშუშო.

პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, რომ ჩემ გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის.

ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპა მშვიდობით და ღირსებით”, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პირველი ოცეულის მეათე ნომრად მმართველმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი"