"კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფს 50 წლამდე ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დახვდათ" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფს 50 წლამდე ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დახვდათ" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

თბილისის მე-13 რაიონული სამსახურის 1711 ბრიგადის წევრებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" არცელებს:

"თბილისის მე-13 რაიონული სამსახურის 1711 ბრიგადის წევრებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

თბილისის მე-13 რაიონული სამსახურის 1711 ბრიგადა მორიგეობას ასრულებდა, როდესაც გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადას 50 წლამდე ქალბატონი საწოლში უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მეორე ელექტროშოკის დროს მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი. ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ამჟამად პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

გვეამაყება: ექიმი სოფიკო გერგედავა, ექთანი ლუკა აბაშიძე,მძღოლი დავით ქამუშაძე" - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.