"არა­სო­დეს მით­ქვამს სხვა­ზე ცუდი, ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვი­ყა­ვი...ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა ბექას მესამე ქორწინების გამო..." - რას ამბობს ბექა ხოფერიას ცოლი? - კვირის პალიტრა

"არა­სო­დეს მით­ქვამს სხვა­ზე ცუდი, ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვი­ყა­ვი...ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა ბექას მესამე ქორწინების გამო..." - რას ამბობს ბექა ხოფერიას ცოლი?

ივ­ლი­სის თვე­ში ბიზ­ნეს­მენ­მა ბექა ხო­ფე­რი­ამ და სოფო ქურ­დი­ან­მა რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ლით აღ­ნიშ­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­ცი­ლი­ა­ში ოთხმოც­და­ა­თამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­ემ­გზავ­რა. ძველ ციხე-სი­მაგ­რე­ში გა­დახ­დილ ქორ­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა არ დაჰკლე­ბია. ბექა და სოფო ხუთი წე­ლია ერ­თად არი­ან და სა­ერ­თო შვილს გი­ორ­გის ზრდი­ან.

მათი ნა­წი­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ფაქ­ტმა გა­ა­ო­ცა, რომ ქორ­წილ­ში ბე­ქას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე თიკა ჯამ­ბუ­რია, შვილ, ნი­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ბე­ქას მე­უღ­ლე სოფო ქურ­დი­ან­საც აქვს. ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნია წლე­ბია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­ინც რო­გორც ბე­ქას მე­სა­მე მე­უღ­ლე გა­იც­ნო და ხმა­უ­რი ქორ­წილ­საც ამი­ტომ მოჰ­ყვა.

გული სწყდე­ბა უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებ­ზე, რო­მელ­საც ხან­და­ხან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იღებს. ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბაც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, არ უყ­ვარს სა­უ­ბა­რი და გა­მო­ჩე­ნა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც სი­ცი­ლი­ურ ზღაპ­რულ ქორ­წილს ეხე­ბო­და მა­ინც დაგ­ვთან­ხმდა...

- მე და ბექა ხუთი წე­ლია რაც ერ­თად ვართ. ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნით. სამი წლის წინ და­ვი­ნიშ­ნეთ, თუმ­ცა ქორ­წი­ლი გვინ­დო­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაგ­ვე­ხა­და.

- რა­ტომ სი­ცი­ლია?

- არ გვინ­დო­და, რომ ქორ­წი­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ­თვის ახლო ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა და ამ­დე­ნი წელი ერ­თად ყოფ­ნის აღ­ნიშ­ვნა გვინ­დო­და. თა­ვი­დან სად­მე კუნ­ძულს ვფიქ­რობ­დით და რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სი­ცი­ლი­ა­ზე მდე­ბა­რე ციხე-სი­მაგ­რე გვირ­ჩია. იხილეთ სრულად