საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია - ალბანეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 მოუგო
"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა.
მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობდა
"ინტერპრესნიუსი"