"დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება" - გაწბილებული ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები - კვირის პალიტრა

"დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება" - გაწბილებული ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები

ერთა ლიგაზე საქართველოსთან საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩს (0:1) ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მეუღლესთან, ლინდასთან და შვილთან, ზაჰოსთან ერთად დაესწრო. მათ გვერდით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმანდ დუკა იმყოფებოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეროვნული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკრაინის დამარცხება (2:1) პირადად მიულოცა მოთამაშეებს, ამჯერად კი, ალბათ, კმაყოფილი ვერ დარჩა და მისლოციც არაფერი ჰქონდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თანაბარ შეხვედრაში ყველაფერი გიორგი ქოჩორაშვილის სუპერგოლმა გადაწყვიტა.

კომენტარი ალბანელმა ფეხბურთელებმა - ელსეიდ ჰისაიმ და მარიო მიტაიმ გააკეთეს.

ჰისაი: „ცუდად არ გვითამაშია. დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება. უკეთ გარჯა გვმართებდა. „კვარას“ ორი მეურვე მივუჩინეთ, ვინაიდან მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უკრაინა ჩვენზე ზეწოლას ახრორციელებდა, მაგრამ შესატევად მეტი სივრცეები გვქონდა. დღეს მაქსიმლურად დავიხარჯეთ, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ“. იხილეთ სრულად