"წლის კი არა საუკუნის ქორწილი" - ცნობილი ქუთაისელი ექიმის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი, რომელმაც იმერეთი აალაპარაკა (ფოტოები)
"წლის კი არა საუკუნის ქორწილი" - ასე შეფასდა ქუთაისში, ცნობილი ექიმის მერაბ კვიცარიძის ვაჟის - გიორგი კვიცარიძის და თინა მერკვილაძის ქორწილი, რომელსაც 520 სტუმარი დაესწრო.
ულამაზესმა დედოფალმა თინა მერკვილაძენ თავად გაგვანდო, თუ როგორ ჩაიარა მისმა ოცნების ქორწილმა...
- ჩვენი ორივეს სურვილი იყო ჩვენი ერთად ყოფნა ტრადიციული და თანამედროვე ხაზით დოზირებულად დაგვეგვირგვინებინა. ნიშნობაც ძალიან ტრადიციული იყო, გოგოს სახლში, ოჯახების შეკრებით. ნიშნობის თემატიკასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. ყველასთვის სიურპრიზი იყო. აბსოლუტურად არავინ არ იცოდა ოჯახის წევრების გარდა ჩვენი სამომავლო ნიშნობა, არც შეყვარებულობა, სანამ ფოტო ვიდეო არ დაიდო..
ქორწილი გადაწყდა ტრადიციულითაც და თანამედროვე ელემენტებითაც. ჯვრისწერის ცერემონიიდან, ჩოხებში ჩაცმული მამებიდან, გოგოს სახლიდან გამოყვანიდან ხელისმოწერამდე და რესტორნამდე დასრულებული. დიზაინიც დიზაინერთან ერთად ავაწყვეთ. ორივეს გვიყვარს ჰარი პოტერი და ჰოგვარდში დაკიდებული სანთლები ჩვენი ინსპირაცია იყო. ძირითადი იყო სანთლები და თეთრი ვარდები. განსაკუთრებული გამოხმაურება მოყვა მეჯვარეების კაბების ფერს. ჩემი მოთხოვნა იყო ჩაეცვათ მხოლოდ თეთრები, ულამაზესები არიან და სამივენი ერთ ფერში უზომოდ ეფექტურები ვიყავით, თან ტრადიციული ვარდისფერი, ცისფერი ფერი არასდროს მომწონდა. იხილეთ სრულად