"ეს წე­რი­ლი პა­ო­ლომ სიკვდილის წინ და­უ­წე­რა ქა­ლიშ­ვილს" - ქართველი პოეტის ქალიშვილის ცხოვრება: რას ჰყვება მედეა იაშვილის ვაჟი? - კვირის პალიტრა

"ეს წე­რი­ლი პა­ო­ლომ სიკვდილის წინ და­უ­წე­რა ქა­ლიშ­ვილს" - ქართველი პოეტის ქალიშვილის ცხოვრება: რას ჰყვება მედეა იაშვილის ვაჟი?

"მე­დეა იაშ­ვი­ლი - ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, მთარ­გმნე­ლი­სა და ესე­ის­ტის, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი" - ფოტო წარ­წე­რით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გვერ­დზე, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა...

უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­დეა იაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ შვი­ლი გია ნი­ჟა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დე­დას ულა­მა­ზე­სი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და იმ უბე­დურ, ავადსახ­სე­ნე­ბელ დღემ­დე, რომ­ლის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი და ამა­ზე სა­უ­ბა­რიც უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა. რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩვენს ოჯახ­ში არ მომ­ხდა­რა, რეპ­რე­სი­ე­ბის დროს ბევრ ოჯახ­ში ანა­ლო­გი­უ­რი და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში უა­რე­სიც კი ხდე­ბო­და...

- ამ­დე­ნი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად - მე­დეა იაშ­ვი­ლი ლა­მა­ზი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო...

- არ ვიცი, ამ უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გი იყო, გე­ნე­ბის თუ სხვა რა­მის, დედა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქალი იყო... ალ­ბათ პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყვა. თა­ვის თავ­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, აუ­ცი­ლებ­ლად ძლი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო. მამა არ უნდა შე­ერ­ცხვი­ნა, არა­სო­დეს უნდა და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო... ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დაძ­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა. ისე მოხ­და, რომ მე­ო­თხე კურ­სი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი მი­ა­ტო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, არა მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი სა­ახ­ლობ­ლოს ექი­მი იყო... შემ­დეგ უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ მა­მა­ჩემ­ზე - ჯუმ­ბერ ნი­ჟა­რა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. რო­გორც ყვე­ლა მათი თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი წყვი­ლი იყო. ქუ­ჩა­ში რომ გა­მო­ვი­დოდ­ნენ, ხალ­ხი ჩერ­დე­ბო­და, ტრი­ალ­დე­ბოდ­ნენ და უცქერ­დნენ...

- მე­დეა იაშ­ვი­ლი რო­გო­რი დედა იყო?

- ჩვენს მშობ­ლებს ორი შვი­ლი ვყავ­დით, ჩემი უფ­რო­სი ძმა - მე­რაბ ნი­ჟა­რა­ძე და მე... დედა ძა­ლი­ან მკაც­რი და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო. ზო­გა­დად მე­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ, უსა­მარ­თლო­ბას, ტყუ­ილს, ღა­ლატს ვერ იტან­და. ჩვენც ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით გვზრდი­და. გარ­და დედა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენს შო­რის სა­ი­დუმ­ლო არ არ­სე­ბობ­და... ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი დრო ღა­მეს იყო, რო­დე­საც ჩვენს პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დავ­სხდე­ბო­დით და ათას რა­მე­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ჩვენს მე­გობ­რებ­ზე გიჟ­დე­ბო­და. სულ იმის შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უყ­ვარ­და და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­და­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და.. დედა თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თულ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, დღი­დან და­არ­სე­ბი­სა. მე­დი­ცი­ნის და სპორ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და.

ეს ხალ­ხი იყო თბი­ლი­სის, სა­ქარ­თვე­ლოს მშვე­ნე­ბა და სი­ა­მა­ყე... მი­ამ­ჩნია, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბა სა­ო­ცა­რი იყო.. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, წე­სი­ე­რი, მოყ­ვა­რუ­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი... ამ თა­ო­ბას ათა­სი უბე­დუ­რე­ბა ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ არ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლან, ძა­ლი­ან მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი იყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ დღეს ის თა­ო­ბა აღარ არ­სე­ბობს. დღე არ გავა, დედა და მამა არ გა­მახ­სენ­დეს. მათი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, რჩე­ვა, მათი ხედ­ვა... მეც და ჩემ­მა ძმამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ისე გა­ვი­ა­რეთ, ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­და, რომ ერთი არას­წო­რი ნა­ბი­ჯიც არ უნდა გა­დაგ­ვედ­გა, რაც ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის, ბა­ბუ­ას სა­ხელს ჩრდილს მი­ა­ყე­ნებ­და. ასე გავ­ზარ­დეთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც.

- დე­დას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ ეს­მო­და თა­ვად რას ამ­ბობ­და?

- დე­დას თა­ვი­სი არა­ფე­რი მოს­წონ­და, კომ­პლი­მენ­ტებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბო­და... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ამ­ზა­დებ­და საჭ­მელს, ნამ­ცხვრებს, ტორ­ტებს, ფან­ტას­ტი­კუ­რი ხელი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ გავ­სინ­ჯავ­დით, წინ გრძე­ლი მო­ნო­ლო­გი უძღო­და, რო­გორ არა­ფე­რი არ გა­მო­უ­ვი­და, რო­გორ გა­უ­ფუჭ­და და არაფ­რად ვარ­გო­და. ამ დროს სა­ოც­რე­ბა იყო. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი თა­ვის თა­ვის მი­მართ, უბ­რა­ლო და გულ­წრფე­ლი.უსა­მარ­თლო­ბას, ან ვინ­მეს უმ­სგავ­სო საქ­ცი­ელს თუ შე­ეს­წრე­ბო­და, უკან დამ­ხე­ვი არა­ფერ­ზე იყო, ისე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები