"კვარა" არასდროს გახდება "ქოცი" - რას წერს რომან გოცირიძე?
გუშინ საქართელოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები 1:0 ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებს გამარჯვება კახა კალაძემ და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიულოცეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე გამოეხმაურა:
"კალაძე და კობახიძე ურეკავენ ვიდეოზარით ხვიჩა კვარაცხელიას, ულოცავენ გამარჯვებას, ამას ჩუმად იღებენ კამერით და ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს.
"კვარა" არასდროს გახდება "ქოცი".
არც მოინდომებს და რომც მოინდომოს ამას ვერ შეძლებს. საპარლამენტო სიის ასაკი რომ მოუწევს, ქოცობა კარგა ხნის გადაშენებული იქნება" - წერს როან გოცირიძე.