საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ზოგან შესაძლებელია იყოს ელჭექი, სეტყვა, ხოლო ელჭექის, დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"