ალბანელმა ფანებმა თავისი გუნდის მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ? - კვირის პალიტრა

ალბანელმა ფანებმა თავისი გუნდის მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ?

ერთა ლიგაზე "ჯვაროსნებთან" წაგებული მატჩისას ალბანეთის ნაკრების ფანებმა უარყოფითად გამოიჩინეს თავი. ჯერ საქართველოს ჰიმნისას უსტვინეს, შემდეგ გაშვებული გოლისას ქართველ გულშემატკივრებს სხვადასხვა საგნები ესროლეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი არც თავიანთი ფეხბურთელები დაინდეს.

ქომაგები მეკარე ტომას სტრაკოშას მივარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი უნდა მოეგერიებინა. არადა, რომ არა ტომასი, უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდნენ, რამეთუ მან ზურიკო დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს არ დაანება გატანა. ტომასს თავისი უფროსი ძმა, დმიტრი გამოექომაგა (საბერძნეთის ეთნიკოსის თავდამსხმელი იყო). იხილეთ სრულად