"რა იღბლიანია ეს კაბა, შენ რომ არეკლამებ..." - რა კომენტარს უწერს "ქოჩორა" შეყვარებულს ფოტოზე?
გუშინ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა. გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით - 1:0 ალბანეთის ნაკრები დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა.
საქართველოს ნაკრების წევრები საზოგადოებამ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების გამო, გამორჩეულად შეიყვარა. მათ შორისაა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც თაყვანისმცემლებმა ფეხბურთის "კაპიტან ამერიკად“ უკვე მონათლეს.
25 წლის ქოჩორაშვილის "ლავ სთორის“ შესახებ ხშირად დაგვიწერია. მისი შეყვარებული ბრაზილიელი გოგონა სანდრა მენდოსაა. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და საყვარელი ადამიანის მატჩებსაც აქ თუ ესპანეთში, ხშირად ესწრება.
გუშინდელ მატჩს სანდრა არ დასწრებია, გოგონა კუბის დედაქალაქ ჰავანაშია, საიდანაც ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა. სანდრას თეთრი ფერის ზედა და მოკლე ქვედა ბოლო აცვია.
"კაპიტანი ამერიკა" საყვარელ ქალს კომენტარებში უწერს: "ვაა! ბრწყინავ, როგორც ყოველთვის... რა იღბლიანია ეს კაბა, შენ რომ არეკლამებ...“ იხილეთ სრულად