"თვე­ში 4-5-6 ქვე­ყა­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა, ჩემი ოც­ნე­ბა იყო, ეს სამ­სა­ხუ­რი" - რას ჰყვება ახმეტელი ბორტგამცილებელი გოგო დიდი ავიაციიდან? - კვირის პალიტრა

"თვე­ში 4-5-6 ქვე­ყა­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა, ჩემი ოც­ნე­ბა იყო, ეს სამ­სა­ხუ­რი" - რას ჰყვება ახმეტელი ბორტგამცილებელი გოგო დიდი ავიაციიდან?

ქეთი ძარ­ღუ­აშ­ვი­ლი 25 წლის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც გვე­სა­უბ­რე­ბა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის ყვე­ლა და­დე­ბით თუ უარ­ყო­ფით მხა­რე­ზე.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ...

- მე ვარ ქეთი ძარ­ღუ­აშ­ვი­ლი, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ქა­ლაქ ახ­მე­ტა­ში, 25 წლის ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტუ­რიზ­მის გან­ხრით.

ბორტგამ­ცი­ლებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი დარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­აა, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია და გვი­ამ­ბეთ, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გით, ვიდ­რე და­საქმდე­ბო­დით?

- ამ­ჟა­მად ვარ "ემი­რა­ტე­ბის" ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, წა­მოს­ვლა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ვარ და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ­დი. რო­გორც კი გა­ვი­გე ღია კა­რის დღე­ზე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკვე დუ­ბა­ი­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. და ამ მოკ­ლედ, რომ გი­ამ­ბოთ ღია კა­რის დღის შე­სა­ხე, ის მიმ­დი­ნა­რე­ობს ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ ყვე­ლა ეტაპს გა­და­ლა­ხავ, და­გი­რე­კა­ვენ და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯის და­ფარ­ვით, წა­გიყ­ვა­ნენ, გას­წავ­ლი­ან და შემ­დეგ უკვე იწყებ ფრე­ნას.

ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ვერ იაზ­რე­ბენ ამ პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლეს და შრო­მა­ტე­ვა­დო­ბას, რო­გო­რი წარ­მო­გედ­გი­ნათ თა­ვი­დან თქვე­ნი პრო­ფე­სია და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა რე­ა­ლუ­რად?

- თა­ვი­დან მხო­ლოდ კარგ მხა­რეს ვხე­დავ­დი, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბა არ ვნა­ხე. თვე­ში 4-5-6 ქვე­ყა­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა, ჩემი ოც­ნე­ბა იყო, ეს სამ­სა­ხუ­რი კი ზუს­ტად ამას მპირ­დე­ბო­და. თუმ­ცა მარ­ტი­ვი არა­ფე­რია და ამას­თან ერ­თად, დიდი შრო­მაც გვი­წევს. მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ალ­ბათ ღა­მის ფრე­ნე­ბი და უძი­ლო ღა­მე­ე­ბია, ასე­ვე უკულ­ტუ­რო ადა­მი­ა­ნე­ბი... მუ­შა­ო­ბი­სას უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის ადა­მი­ანს ხვდე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უ­გო, თუმ­ცა რო­გორც კი უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა და ერთი სული მაქვს ხოლ­მე ვნა­ხო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ვას­წრებ. ასე­ვე გვაქვს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩვენ ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, მარ­თა­ლია ავი­ა­ცია ერთ-ერთი უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა მზად უნდა იყო ყვე­ლაფ­რის­თვის, ამი­ტო­მაც ფრე­ნის და­წყე­ბამ­დე საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­ურ მომ­ზა­დე­ბას გავ­დი­ვართ. იხილეთ სრულად