(VIDEO) "ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რატომ დავტოვე "პრაიმშოუ", ზოგმა სხვა არხზე "გამიშვა", ზოგმა - პოლიტიკაში" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს სალომე ღვინიაშვილი?
მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა - "პრაიმშოუ" დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს:
"ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა - პოლიტიკაში. "პრაიმშოუსთან" ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს, არც პოლიტიკას".