მეხის დაცემის კადრები ბათუმში - ცეკვა, რომელიც რუსისთვის ლამის უკანასკნელი აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

მეხის დაცემის კადრები ბათუმში - ცეკვა, რომელიც რუსისთვის ლამის უკანასკნელი აღმოჩნდა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ის რუსი ტურისტი აღმოჩნდა. მას მეხი მაშინ დაეცა, როდესაც ცეკვავდა.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს ეკითხებიან, რა იგრძნო მეხის დაცემისას.

ვიდეოს სოციალურ ქსელში თეონა ცხომელიძე ავრცელებს.