ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში
ტურნირი ჩატარდა 4 წონით კატეგორიაში - 75 კგ, 85 კგ, 95 კგ და აბსოლუტური წონა;
სხვა მონაწილეებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრები
აბსოლუტურ წონაში ტურნირის გამარჯვებული გახდა გურამ თუშიშვილი.
ტურნირს ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელიც დასრულდა საზეიმო ფეირვერკით.
ღონისძიების ორგანიზატორი - სოფ. ძლევიჯვარის მკვიდრი, ბიზნესმენი - სლავა შერაზადიშვილი.
(R)