"ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის, გადავიპარსე თავი... 20 დღის წინ გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი" - რას ამბობს პეტრე კოლხი?
პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი ყოველთვის საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი პოსტები კი მუდამ განხილვის თემაა. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საპატრიარქომ მას მღვდელმსახურება შეუჩერა.
სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია - უცხოეთში ყოფნაზე მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
დიდი პაუზის შემდეგ პეტრე კოლხმა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომაორებაზე.
"ოპერაცია დამჭირდა, ამას პირველად ვამბობ შენთან. 20 დღის წინ გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვქვავდები ხშირად, არაფერი მესმის. ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი" - ამბობს ის ინტერვიუში.
"ჩემი ბოლო ინტერვიუ, ამ ბოლო დროს არსად დავდივარ, არც ვაპირებ მისვლას. ნიკოლოზი ჩემი მეგობარია, სახლში მესტუმრა და მომწონს მასთან გადაცემის ფორმატში საუბარი… ცხოვრებას თავისი ეტაპები აქვს, მთავარია ყველა ეტაპი სწორად და ნაკლები დანაკარგით გადალახო… ცუდი დრო არ არსებობს, დრო ან ძალიან კარგია, ან ძალიან საინტერესო და გამოცდილებებით სავსე, გააჩნია ვინ როგორ შეხედავს და შეაფასებს…
არც ადამიანები არიან ცუდები, ყველა მათგანი, მათგან დამოუკიდებლად საკუთარ როლს ასრულებენ შენ ცხოვრებაში… როლებს თავად ირგებენ… ზოგი ძალიან ადამიანურია, ზოგს საერთოდ დაკარგული აქვს ადამიანის სახე, მაგრამ ისიც რაღაცას აუცილებლად გასწავლის…. საბოლოოდ გეცოდინება, როგორი უნდა იყო, ან როგორი არ უნდა იყო…
ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, ყველას მადლობა, ყველამ თავისი მისია პირნათლად შეასრულა ჩემ ცხოვრებაში!…
მთავარია, მე ისევ სიყვარულის მხარეს ვდგები და გულს არ ვაკარებ ცუდ ემოციას, ცხოვრებამ ყველაზე მეტად ეს მასწავლა, რადგან ცუდი გაფიქრება ყველაზე მეტად აზარალებს ადამიანს…ეს გადაცემა დალოცვასავით არის რადგან ჩემი კუმირი მწერლის ჯეკ კერუაკის რომანის მიხედვით, მე ისევ ვდგავარ ,,გზაზე” და ეს მოგზაურობა არასდროს შეწყდება!…" - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში და ინტერვიუს აქვეყნებს.