"ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის, გადავიპარსე თავი... 20 დღის წინ გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი" - რას ამბობს პეტრე კოლხი? - კვირის პალიტრა

"ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის, გადავიპარსე თავი... 20 დღის წინ გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი" - რას ამბობს პეტრე კოლხი?

პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, იგივე პეტ­რე კოლ­ხი ყოველთვის საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი პოსტები კი მუდამ განხილვის თემაა. როგორც ცნობილია, რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­პატ­რი­არ­ქომ მას მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რა.

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია - უცხოეთში ყოფნაზე მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

დიდი პაუზის შემდეგ პეტრე კოლხმა გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი" საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომაორებაზე.

"ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ შენ­თან. 20 დღის წინ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი, ვქვავ­დე­ბი ხში­რად, არა­ფე­რი მეს­მის. ვემ­ზა­დე­ბი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­თვის. გა­და­ვი­პარ­სე თავი" - ამბობს ის ინტერვიუში.

"ჩემი ბოლო ინტერვიუ, ამ ბოლო დროს არსად დავდივარ, არც ვაპირებ მისვლას. ნიკოლოზი ჩემი მეგობარია, სახლში მესტუმრა და მომწონს მასთან გადაცემის ფორმატში საუბარი… ცხოვრებას თავისი ეტაპები აქვს, მთავარია ყველა ეტაპი სწორად და ნაკლები დანაკარგით გადალახო… ცუდი დრო არ არსებობს, დრო ან ძალიან კარგია, ან ძალიან საინტერესო და გამოცდილებებით სავსე, გააჩნია ვინ როგორ შეხედავს და შეაფასებს…

არც ადამიანები არიან ცუდები, ყველა მათგანი, მათგან დამოუკიდებლად საკუთარ როლს ასრულებენ შენ ცხოვრებაში… როლებს თავად ირგებენ… ზოგი ძალიან ადამიანურია, ზოგს საერთოდ დაკარგული აქვს ადამიანის სახე, მაგრამ ისიც რაღაცას აუცილებლად გასწავლის…. საბოლოოდ გეცოდინება, როგორი უნდა იყო, ან როგორი არ უნდა იყო…

ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, ყველას მადლობა, ყველამ თავისი მისია პირნათლად შეასრულა ჩემ ცხოვრებაში!…

მთავარია, მე ისევ სიყვარულის მხარეს ვდგები და გულს არ ვაკარებ ცუდ ემოციას, ცხოვრებამ ყველაზე მეტად ეს მასწავლა, რადგან ცუდი გაფიქრება ყველაზე მეტად აზარალებს ადამიანს…ეს გადაცემა დალოცვასავით არის რადგან ჩემი კუმირი მწერლის ჯეკ კერუაკის რომანის მიხედვით, მე ისევ ვდგავარ ,,გზაზე” და ეს მოგზაურობა არასდროს შეწყდება!…" - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში და ინტერვიუს აქვეყნებს.

წაიკითხეთ ასევე: „სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია, თორემ მე რა დამაკლდა?..“ - ინტერვიუ პეტრე კოლხთან

"შეიძლება, მე არ მომწონს შენი ფოტოგალერეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩემი მეგობარი აღარ იყო. ჩვენ სულ სხვა, უფრო დიდი ღირებულებები გვაერთიანებს!" - რას ჰყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი პეტრე კოლხზე?