„სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“ - რა უნდა ლუკაშენკოს ერევნისგან?! - კვირის პალიტრა

„სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“ - რა უნდა ლუკაშენკოს ერევნისგან?!

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი ცდილობდა ერევნის დახმარებას, თანამშრომლობდნენ როგორც უახლოეს ადამიანებთან, მაგრამ სომხეთმა დასავლეთისკენ წასვლა მოისურვა.

„ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით სომხებს, ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ხალხთან, ყველანაირად დავეხმარეთ, მაგრამ, აი, ხედავთ, დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ წასვლა მოინდომეს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის, მაგრამ თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკას“, - ციტირებს სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკოს.

ამასთან, მისი თქმით, „სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და უახლოეს მომავალში ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“.

"ინტერპრესნიუსი"