"ზურა ყო­ველ­თვის მა­რი­გებ­და, რო­გორ მე­ვარ­ჯი­შა. მა­მამ რომ გა­ი­გო ჭი­და­ო­ბა მინ­დო­და, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ყო­ველ­თვის მხარ­ში მედ­გა" - გაიცანით 19 წლის ჩემპიონი - ზვიად ზვიადაური - კვირის პალიტრა

"ზურა ყო­ველ­თვის მა­რი­გებ­და, რო­გორ მე­ვარ­ჯი­შა. მა­მამ რომ გა­ი­გო ჭი­და­ო­ბა მინ­დო­და, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ყო­ველ­თვის მხარ­ში მედ­გა" - გაიცანით 19 წლის ჩემპიონი - ზვიად ზვიადაური

31 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სამ­ბოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ახალ­გაზ­რდებს შო­რის მძი­მე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ახ­მე­ტელ­მა 19 წლის ზვი­ად ზვი­ა­და­ურ­მა და­ი­კა­ვა.

ზვი­ა­დი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას კვიპ­რო­სის ქა­ლაქ ლარ­ნა­კა­ში 11-13 ოქ­ტომ­ბერს მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბა­ზე და­ი­ცავს.

ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან არის, მამა ბერ­დია ზვი­ა­და­უ­რი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზურა ზვი­ა­და­უ­რის ბი­ძაშ­ვი­ლია. მარ­თა­ლია ბი­ძის ჩემ­პი­ო­ნო­ბის დროს ჯერ და­ბა­დე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მისი მი­ზა­ნიც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბაა, თუმ­ცა იქამ­დე ჯერ სამ­ბო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი უნდა გახ­დეს და ქვე­ყა­ნა და ოჯა­ხი გა­ა­ხა­როს.

- 19 წლის ვარ, ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. ვარ­ჯი­ში 8 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე, რა თქმა უნდა, იმი­ტომ რომ ბიძა მო­ჭი­და­ვე იყო. ზურა რომ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და 2004 წელს, მა­შინ მე ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი და­ბა­დე­ბუ­ლი. ცოტა რომ გა­ვი­ზარ­დე, ვუ­ყუ­რებ­დი ჩა­ნა­წე­რებს და მე­ა­მა­ყე­ბო­და, მინ­დო­და, რომ მეც მის­ნა­ი­რი გავმხდა­რი­ყა­ვი.

- ბავ­შვო­ბა­ში ახ­მე­ტა­ში ცხოვ­რობ­დით?

- დიახ, იქ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლი იყო ვარ­ჯი­ში და სწავ­ლა ერ­თდრო­უ­ლად მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი. ზურა ყო­ველ­თვის მა­რი­გებ­და რო­გორ მე­ვარ­ჯი­შა, ყვე­ლ­ა­ფერს მიყ­ვე­ბო­და, რაც სპორ­ტს ეხე­ბო­და. მა­მამ რომ გა­ი­გო ჭი­და­ო­ბა მინ­დო­და, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ყო­ველ­თვის მხარ­ში მედ­გა. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ.

იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ხელი ჩა­მიქ­ნე­ვია, ეს ტრავმებ­საც მოყ­ვე­ბა ხოლ­მე, თა­ვის და­ნე­ბე­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ ამ დროს მამა მყო­ლია გვერ­დით და ყვე­ლა­ნა­ი­რად დამ­ხმა­რე­ბია. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რო­გორ გა­გამ­ხნე­ვე­ბენ.

- ზვი­ად, სპორ­ტში მწვრთნელ­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე იყო ახ­მე­ტა­ში, სა­დაც ფეხი ავიდ­გი და ჭი­და­ო­ბა­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო, მი­სიც ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ აქ­ტი­ურ სპორ­ტში ვარ და ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი.

ახლა თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, ვსწავ­ლობ, მაგ­რამ ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც სპორ­ტია და მინ­და უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გავ­ხდე.

- ამ­ჟა­მად რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვთ?

- სამ­ბო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი წელს. შარშან მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე და პრი­ზი­ო­რი გავ­ხდი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წას­ვლა. ახლა უკვე ჩემ­პი­ო­ნი ვარ. გააგრძელეთ კითხვა