რისი აშენება იგეგმება ინფექციური კლინიკის ტერიტორიაზე? - კვირის პალიტრა

რისი აშენება იგეგმება ინფექციური კლინიკის ტერიტორიაზე?

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე იგეგმება მდგრადი და ძლიერი მულტიფუნქციური კლასტერის განვითარება სამედიცინო, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კომერციული ფუნქციებით.

განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შპს „ავერსი ფარმამ“ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში უკვე წარადგინა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტერიტორია სულ 3 საპროექტო მიწის ნაკვეთად დაყოფილი და თითოეულ ნაკვეთზე სხვადასხვა ფუნქციის პროექტის განვითარება იგეგმება. მთლიანობაში კი, „ავერსი“ გეგმავს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამედიცინო ტურიზმის მიზნებზე გათვლილი სასტუმრო, უნივერსიტეტი, სამედიცინო კომპლექტი, საცხოვრებელი ბლოკი ააშენოს. იხილეთ სრულად