"ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ჰიმნზე ალბანელების უკულტურო სტვენას" - რას წერს ლაშა ღლონტი სოციალიურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ჰიმნზე ალბანელების უკულტურო სტვენას" - რას წერს ლაშა ღლონტი სოციალიურ ქსელში?

ერთა ლიგაზე "ჯვაროსნებთან" წაგებული მატჩისას ალბანეთის ნაკრების ფანებმა უარყოფითად გამოიჩინეს თავი. ჯერ საქართველოს ჰიმნისას უსტვინეს, შემდეგ გაშვებული გოლისას ქართველ გულშემატკივრებს სხვადასხვა საგნები ესროლეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი არც თავიანთი ფეხბურთელები დაინდეს. ალბანელი გულშემატკივრების ამგვარ საქციელს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი ლაშა ღლონტი.

"ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ჰიმნზე ალბანელების უკულტურო სტვენას ჩვენთან საპასუხო მატჩის დროს. მე ვფიქრობ, ჩვენი მაღალი კულტურის დასტურად ალბანეთის ჰიმნის გაჟღერებისას ფეხზე წამოვდგეთ და პატივისცემა გამოვხატოთ. ამ საქციელით უფრო მიხვდებიან თუ ვისთან აქვთ საქმე. რას იტყვით? ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მისაღებია კრიტიკაც, საინტერესოა თქვენი აზრი.დიდი პატივისცემით მოვისმენ მოსაზრებებს"- წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.