ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში ჩაფრენის შემდეგ გამოკვლევები ჩაიტარა - როგორია ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში ჩაფრენის შემდეგ გამოკვლევები ჩაიტარა - როგორია ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში ჩაფრენის შემდეგ გამოკვლევები ჩაიტარა. დადგინდა, რომ ქართველ შემტევს ტრავმა არ აქვს და სათამაშოდ მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს.

შეგახსენებთ, ალბანეთთან მატჩის დროს ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელია 75-ე წუთზე გაიყვანა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "კვარამ" თამაშის მიმდინარეობისას დარტყმა მიიღო და გარისკვა არ სურდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის გამაყუჩებლით თამაშობდა.

წყარო