"ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია" - კვირის პალიტრა

"ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია"

ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. შაჰინის თქმით, ესმის, პრემიერ-მინისტს აქვს შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ „ოთახში ერთადერთი ადამიანი არ იყო და ყველამ გაიგო“.

“შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. როგორც კონგრესმენმა ტერნერმა ახსნა - დემოკრატიაში ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ შეგიძლია, კრიტიკული იყო თუ პოლიტიკას არ ეთანხმები.

მესმის, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი არ ვიყავი ოთახში, ყველამ გავიგეთ რა თქვა და მეტად იმედგაცრუებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” პარტია მომავალში არ აღიარებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან.

ასე რომ, როგორც სენატორმა რიშმა თქვა, აშშ საქართველოს პარტნიორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, მხარს უჭერდა მის დემოკრატიას, თვითგამორკვევას, უსაფრთხოებას და ეს ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეყრდნობოდა. ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის ეს ყველაფერი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, - განაცხადა შაჰინმა.

"ინტერპრესნიუსი"