"ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში?

ალბანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

"სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში", - წერს ხვიჩა კვარაცხელია