ორბანის ახალი პრეტენზია - "ევროკავშირმა უნგრეთს საზღვრის დაცვის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს" - კვირის პალიტრა

ორბანის ახალი პრეტენზია - "ევროკავშირმა უნგრეთს საზღვრის დაცვის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს"

ევროკომისიამ უნგრეთს ევროკავშირის გარე საზღვრების არალეგალური მიგრაციისგან დაცვის უზარმაზარი ხარჯები უნდა აუნაზღაუროს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც საზღვრის დაცვა დაგვიჯდა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, ევროკავშირი ამ ხარჯებს დაფარავს და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

„გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა ორბანმა.

"ინტერპრესნიუსი"