იანვარ-ივნისში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი.
სტატისტიკის თანახმადვე, 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621).
რაც შეეხება ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელს, 2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.
"ინტერპრესნიუსი"