მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა - "მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს" - კვირის პალიტრა

მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა - "მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს"

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 14 და 15 სექტემბერს, ხოლო მსახიობს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

რამდენიმე საათის წინ, მისი დისშვილი - ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში წერდა:

"ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის.დიდი განსაცდელი, დიდი გამოცდაა რა, მართლა.მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს"