"ცრემლები მახრჩობს... როგორ მქონდა იმედი... რამდენიმე დღის წინ გნახე, ფოტოებიც გადავიღეთ მე, შენ და გოგამ... ინსტიტუტი გავიხსენეთ..." - რას წერენ ზურა ბერიკაშვილზე მეგობრები
ასევე დაგაინტერესებთ: "შოკში ვარ, მაინც არ ვუშვებდი ამას... როცა ადამიანი სუნთქავს, რომელიც ძალიან გიყვარს, ცუდს არ უშვებ. იმედს ვებღაუჭებოდი" - რას ჰყვებიან მეგობრები და კოლეგები ზურა ბერიკაშვილზე?
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 14 და 15 სექტემბერს, ხოლო მსახიობს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უდიდესი წუხული გამოთქვა. მათ შორის არიან რა თქმა უნდა, ზურას მეგობრები, კოლეგები...
ზურას დისშვილი, ანო მაისურაძე წერს:
"გარდაიცვალა ზურა.
პანაშვიდები 14 და 15 სექტემბერს.
მისამართი: თამარაშვილის 19ა.გასვენება 16 სექტემბერს.
დეტალებს მოგვიანებით დავწერ"
პოსტს აქვეყნებს მარჯანიშვილის თეატრის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" და საყვარელ მსახიობს ემშვიდობება:
"გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზაქარია (ზურა) ბერიკაშვილი
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან 34 წლის მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის ერთგული მსახური. მან შექმნა დაუვიწყარი სახეები.ზურა ბერიკაშვილის დანაკლისი წარმოუდგენელია ქართულ თეატრსა და ესტრადაზე.
მარჯანიშვილის თეატრი უსამძიმრებს, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მაყურებელს, რომელთაც უპირობოდ ემახსოვრებათ ნიჭიერი, კეთილი, მარად ახალგაზრდა, სულ მომღიმარი ზურიკო !"
ეკა ჩხეიძე, მსაიობი:
"შენნაირი ადამიანები არ არსებობენ, ბერიიიიკ"
თამარ მაყაშვილი, მსახიობი:
"წავიდა ჩემი ბავშობაც,ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა...
ზური დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ...
ეკა კონტრიძე:
"ვაიმე ზურა, როგორ ვერ გიმეტებ ჩემო კარგო ბიჭო"
თამარ ქორიძე, მსახიობი:
"სიტყვები არ არსებობს... რა უნდა ვთქვა... ცრემლები მახრჩობს... ვერ ვიჯერებ... როგორ მქონდა იმედი... რამდენიმე დღის წინ გნახე, ფოტოებიც გადავიღეთ მე, შენ და გოგამ... ინსტიტუტი გავიხსენეთ... პირველ სპექტაკლში პარტნიორები ვიყავით... სიკო და კნაჭა... ,,მუსუსში" ... ახლაც ჩამესმის შენი ხმა... ცრემლები მახრჩობს... ერთგულო და უმაგრესო ბიჭო...მიყვარხარ... სიიკ! Manana Berikashvili მანანა რა გითხრა არ ვიცი... ცრემლები მახრჩობს... Zura Berikashvili"
ეკატერინე მახარობლიშვილი, მსახიობი:
"უდიდესი არტისტი და უსაყვარლესი მეგობარი, საზოგადოების სული და გული, თეატრში ყველა ახალმოსულის გვერდში მდგომი, უმხიარულესი, უკეთილესი… ზაქარია ბერიკაშვილი.
როგორ გვაკლდი უკვე დიდი ხანი და როგორ დაგვაკლდები ჩვენო “კალია”
მარიამ ცქიფურიშვილი, მსახიობი:
"უზომოდ კეთილი, თბილი, ნიჭიერი და ძალიან კარგი ადამიანი იყო ზურა. იშვიათია ასეთი მეგობრული, თავმდაბალი და ნიჭიერი ადამიანი. მე დიდი ხნის მეგობრობა მართალია არ მაკავშირებდა მასთან, მაგრამ 5 წლიანი კოლეგიალური ურთიერთობა სრულად საკმარისი იყო მისი არსის გასაცნობად და შესაყვარებლად.არასოდეს დამავიწყდება თეატრში ახალ მისულებს როგორი უშუალობით, როგორი მეგობრულობით და სიყვარულით ხვდებოდა ყველას, მათ შორის მეც. როგორი გამამხნევებელი სიტყვის თქმა იცოდა ყველა ახალი მსახიობის მიმართ, როგორ გაძლევდა მისი ეს თბილი და კეთლი დამოკიდებულება სტიმულს და იმედს, დაცულობის განცდას რომ მშობლიურ მეგობრულ გარემოში ხარ და არა მტრულში.
წამით არ მიგრძვნია მისგან რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს, არა მხოლოდ მე, არამედ ალბათ არავის ვინც მას იცნობდა. ასეთი მეგობრული ადამიანი ცოტა თუ მეგულება.უზომოდ გული მწყდება და წარმომიდგენია ვინც მთელი ცხოვრება მეგობრობდა მასთან, ვინც მისი მართლაც მეგობარია, მისი გულისწყვეტა როგორი განუზომელია.მადლობელი ვარ რომ ამ შესანიშნავ მსახიობთან და კიდევ უფრო შესანიშნავ ადამიანთან ცოტახანს მაინც შემახვედრა ცხოვრებამ".
kvirispalitra.ge მწუხარებას გამოთქვამს ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და თეატრალურ სამყაროს