ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფანებმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფანებმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"ნაპოლის" ფანებმა ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გასულ თვეში მისი მონაგარი გოლი და საგოლე გადაცემა იყო. ისედაც, საქართველოს ნაკრების ფორვარდს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა "პარტენოპეის" ბოლო ორ გამარჯვებაში.

ხვიჩას ჰქონდა შანსი, აგვისტოს საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო სერია A-ს მასშტაბითაც. დასახელებულიც გახლდათ ნომინანტებს შორის, თუმცა გაიმარჯვა "ინტერის" ფორვარდმა მარკუს ტურამმა, რომელიც 4 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას.