"მანქანა ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, ის ჩამოვარდა და..." - უბედურ შემთხვევას გურჯაანში 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მანქანა ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, ის ჩამოვარდა და..." - უბედურ შემთხვევას გურჯაანში 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით(ე.წ. დომკრატით) ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი მანქანის ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია, თუმცა მედიკოსებს 33 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

"ინტერპრესნიუსი"